კარდინალური ჯვრები
ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა. გაგიკვირდებათ, რა საერთო აქვთ ასეთ პოლარულ ზოდიაქოს ნიშნებს. თითოეული მათგანის გაჩენა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ორბიტულ მოვლენასთან: ვერძი და სასწორი – სწორდღიანობაა, კირჩხიბის დასაწყისი ყველაზე გრძელი დღეა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, თხის რქის დასაწყისი კი ყველაზე მოკლე დღე გახლავთ. დასავლურ კალენდარს თუ დავუჯერებთ, სწორედ ამ პერიოდებში ხდება წელიწადის დროების ცვლილება.
ამ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ ლიდერობის, წინამძღოლობის უნარი. დინამიკის არქონა მათთვის დამღუპველია. მათ არ ეშინიათ საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების აღების. ისინი დამოუკიდებლები, ოპერატიულები და იმპულსურები არიან.
ზოგჯერ, მათი რეაქცია ძალიან ჰგავს ენერგიის რეაქტიულ გამოსროლას. ადამიანები კარდინალური ჯვრებით, ნებისმიერი საქმის თავში ჩადგებიან, მაგრამ ვერ მიიყვანენ მას ბოლომდე.
ვერძი – იდეების გენერატორი, ინიციატორი. ის აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს ყველაფრისგან, რაც მას აფერხებს და ბოჭავს. მხოლოდ ასე მიაღწევს წარმატებას.
კირჩხიბი – ემოციურ სფეროში მოძრაობის ინიციატორია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ნებისმიერ ცხოვრების პროცესს ახალ სულს შთაბერავენ. მათ პროექტების წარმატებული რეალიზაცია შეუძლიათ.
სასწორი – პასუხისმგებელია პარტნიორთა ურთიერთობებზე. ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი ნიშანია. აქვს დიპლომატიური ნიჭი. ისინი აერთიანებენ ადამიანებს, შეუძლიათ სწორად საუბარი და საქმეში საჭირო კომპრომისის მოძებნა.
თხის რქა – ლიდერი, რომელიც ნებისმიერ პროექტს განახორციელებს. ის მაშინვე შეუდგება მუშაობას და წარმატებასაც მიაღწევს. გამოირჩევა დისციპლინით და მოთმინების უნარით.
ფიქსირებული ჯვრები
კურო, ლომი, მორიელი, მერწყული. ეს ნიშნები პასუხისმგებლები არიან ყოველი სეზონის შუა პერიოდზე. ამ პერიოდში, ადამიანები ეჩვევიან კლიმატს და თავს კომფორტულად გრძნობენ.
კურო – დიდი მოთმინების ნიშანია. მისი განმასხვავებელი თვისება – სტაბილურობაა. ამიტომ, ნებისმიერ პროექტში, კუროს ენიჭება იმ ადამიანის როლი, რომელსაც შეუძლია გუნდის მართვის შენარჩუნება.
ლომი – ხელოვნების საწყისის სიმბოლოა. კრეატიული გეგმების განხორციელების შესაძლებლობა. შეუძლია მოიპოვოს პოპულარობა და პატივისცემა საჭირო წრეებში.
მორიელი -სიჯიუტის ნიშანია. ეს თვისება აუცილებელია საქმის განვითარებისთვის. იკვებება სხვების პოზიტიური განწყობით. ის წარმატებას აღწევს თუ სხვების ემოციურ მოტივებს კარგად გაიგებს.
მერწყულს შეუძლია დიდი ხნის მანძილზე ერთი საქმე აკეთოს. გაითავისოს ახალი ინფორმაცია. ის ძალიან სტაბილურია.
ცვალებადი ჯვრები
ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები. ეს ნიშნები პასუხისმგებლები არიან სეზონის ბოლო პერიოდებზე. არამდგრადობის განცდა, არასტაბილურობა, განუსაზღვრელობა, ცვლილებების მოლოდინი – ეს ყველაფერი ჰაერში ტრიალებს.
ამ ნიშნების საერთო თვისებებია: მოქნილი გონება, ცვალებადი განწყობა, კარგი ინტუიცია.
ტყუპები ბრწყინვალედ ახდენს ორიენტირებას ინფორმაციის ცვლილებების დროს. მომენტალურად ერგება ნებისმიერ პირობებს. ტრიუმფს მიაღწევს, თუ შემძლებს გახსნას ინტელექტუალური პოტენციალი.
ქალწული შესანიშნავად ერკვევა მატერიალურ ფასეულობებში. მას შესწევს ძალა გამოასწოროს სხვისი შეცდომები. მან იცის როგორ იმუშავოს ეფექტურად.
მშვილდოსანი ყოველთვის სავსეა სხვადასხვა იდეებით. მას უსაზრვრო პოტენციალი აქვს. ის ნეგატიური ურთიერთობების კორექციას ახდენს.
თევზები ემოციებზეა პასუხისმგებელი. მდიდარი წარმოსახვა ამ ნიშნის მყარი საფუძველია. ოცნებები და ფანტაზიები მისი სამუშაო ინსტრუმენტია.
ავტორი