ლომი
ლომი “მზის შვილია”, ჰოდა, მოგეხსენებათ, მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს. შესაბამისად, მამაკაცი ლომიც უფრო “საგარეო” პერსონაა, ვიდრე ოჯახის კაცი. ამიტომ მისი ხასიათის სირთულე ზუსტად ამ ფაქტს უკავშირდება. ლომისთვის სახლი ერთობ მცირე ფართობია საკუთარი ამბიციების ჯეროვნად დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მისი ერთი შეხედვით მხიარული, გულღია იმიჯი ვიწრო გარემოში აუცილებლად იმსხვრევა და თუ ლომი მამაკაცი ვერ ახერხებს თავისი ამბიციები პროფესიულად დახარჯოს, მარტივად იქცევა “ოჯახური მასშტაბის ტირანად”, რომელიც მზადაა ნებისმიერ თემაზე აუჯაჯღანდეს ოჯახის წევრებს. ყველაფრის მიზეზი კი მისი ეს მეფური ამბიციებია.
მორიელი
ალბათ ერთადერთი ნიშანია, რომელსაც სიამაყის გრძნობით შეუძლია ისმინოს ეპითეტები საკუთარი რთული ხასიათის შესახებ. მორიელისთვის ხშირად თავადაც გაუგებარია რატომ არის ასეთი ჩახლართული მისი შინაგანი სამყარო. ეს წყლის ნიშანია, პლანეტა პლუტონისა და მარსის მართვის ქვეშ მყოფი ინდივიდი, რაც თავის მხრივ იწვევს იმას, რომ მორიელ მამაკაცს ერთბაშად გააჩნია ღრმა ემოციები და სიხისტე, სისასტიკე და მოთხოვნილება უყვარდეთ უსაზღვროდ. იგი ოტელოსავით ეჭვიანი და უჟმურია ოჯახურ ცხოვრებაში, სამაგიეროდ, მისი ერთგულება ოჯახის წევრების მიმართ მართლაც რომ უსაზღვროა. ხოლო სიყვარული, რომელსაც იგი მეუღლის მიმართ განიცდის, საკმაოდ ღრმა და ხანგრძლივი.
ავტორი