„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონულ ორგანიზაციებს ახალარჩეული თავმჯდომარეები ჰყავს _ ლანჩხუთში _ კახა ასკურავა, ჩოხატაურში _ დიმიტრი კორიფაძე და ოზურგეთში _ დავით მჟავანაძე.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სამივე მათგანის თავმჯდომარეობაზე დამტკიცება ელექტრონული კონფერენციების საშუალებით მოხდა.
ინფორმაციისთვის, კონფერენციაზე კახა ასკურავას, დიმიტრი კორიფაძეს და დათო მჟავანაძეს კონკურენტი არ ჰყოლიათ. თუმცა, დავით მჟავანაძის შესახებ ითქვა, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე ნიკა მელიას უჭერდა მხარს და აქედან გამომდინარე, მას შეცვლიდნენ და მის ადგილს თათია ნიკოლაიშვილი დაიკავებდა.
დათო მჟავანაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ორწლიანი ვადით უხელმძღვანელებს პარტიის რაიონულ ორგანიზაციას. მისივე თქმით, მის კანდიდატურას 700 ადამიანმა დაუჭირა მხარი და წინააღმდეგი კი, ერთი ადამიანი იყო.
ავტორი