19-21 მაისს, თბილისში, მძლეოსნობაში საქართველოს ღია პირადი ჩემპიონატი გაიმართა (დიდები).
ჩემპიონატს მძლეოსნობის სასახლემ და თბილისის ახალი დიღმის სპორტული კომპლექსის მძლეოსნობის სათადარიგო სტადიონმა, “არენამ” უმასპინძლა.
ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად, სომხეთის გუნდიც მონაწილეობდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსნობის სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და შინ ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღეს.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი გოგო ჭიხვარიამ უროს ტყორცნაში (7კგ) აიღო (მწვრთნელები _ გ . ბედოშვილი, მ. კოტრიკაძე);
ქეთევან მამალაძე ბადროს ტყორცნაში (1კგ) დაეუფლა ვერცხლს (მწვრთნელები _ დ. მანთიძე , მ. კოტრიკაძე);
ანა მგელაძე კი ბირთვის კვრაში ( 4 კგ ) მეორე ადგილის მფლობელი გახდა (მწვრთნელი მ კოტრიკაძე),
გიორგი კაპელიანმა კი ბირთვის კვრაში (7კგ) აიღო ვერცხლი (მწვრთნელი მ. კოტრიკაძე);
გიორგი პაკელიანი, ასევე, ბადროს ტყორცნაში (2 კგ ) დაეუფლა მესამე ადგილს (მწვრთნელი მ. კოტიკაძე);
ანა მგელაძემ ბადროს ტყორცნაში (1 კგ) აიღო ბრინჯაო (მწვრთნელი მ. კოტრიკაძე).