,,მიწამ როგორ უნდა მიგიღოს… მზე, სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა. გლოვობს ბათუმი 24 წლის გიორგი პაქსაძეს.
დავმუნჯდი მე… ხალხო, ისეთი საცოდაობა ტრიალებს… ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით, ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს, ამას რომ ვწერ? სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია”, – წერს სოციალურ ქსელში “შოთო სიხარულიძე-ქართველი ემიგრანტები”.