რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის” დამფუძნებელის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, უკრაინული არმია მაღალ დონეზე ორგანიზებული და მაღალკვალიფიციური.
“ახლა შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, მე ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს ვაგნერი მსოფლიოში საუკეთესო არმიაა, მის შემდეგ რა თქმა უნდა, უნდა ვთქვა, რომ რუსეთი უნდა იყოს, რათა პოლიტკორექტული ვიყო, მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს უკრაინული არმია ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში”, – თქვა პრიგოჟინმა.
გარდა ამისა, პრიგოჟინმა რუსეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მიაღწია დიდ წარმატებას “უკრაინის დემილიტარიზაციის” მიზანში.