სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების პირველი თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი გადასახლების ადგილიდან საქართველოში გადმოასვენეს,_ ამის შესახებ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფროებრიობის და პარლამენტარიზმის განმტკიცებისთვის შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელები ჯილდოვდებიან.
ორდენები გადაეცათ კრების თავმჯდომარეს კარლო ჩხეიძეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ლომთათიძეს, და თავმჯდომარის მოადგილეებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და სიმონ მდივანს.