ნუმეროლოგები თვლიან, რომ დაბადების თარიღი მომავალში ადამიანის ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. დღეს გაგიზიარებთ, მათი შეფასებით, ხასიათის რა თვისებებით გამოირჩევიან კონკრეტულ თარიღებში დაბადებული ადამიანები.
დაბადების თარიღი: 1, 10, 19, 28
აღნიშნულ რიცხვებში დაბადებული ადამიანები პირველობისკენ, ლიდერობისკენ არიან მიდრეკილნი. ძალიან ძლიერები და დამოუკიდებლები არიან. ისინი სხვადასხვა საკითხს კრეატიულად და განსხვავებულად უყურებენ, ინოვაციური მიდგომები აქვთ და დიდი ენერგიით გამოირჩევიან.
დაბადების თარიღი: 2, 11, 20, 29
ამ დღეებში დაბადებული ადამიანები ჰარმონიისა და წესრიგისკენ ისწრაფვიან. გუნდურად მუშაობა, თანამშრომლობა კარგად გამოსდით. ადამიანები უყვართ, საკმაოდ მგრძნობიარეები არიან და ეფექტური კომუნიკაციაც შეუძლიათ. ტაქტიანები არიან და შეუძლიათ, სხვების გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანონ.
დაბადების თარიღი: 3, 12, 21, 30
ეს ადამიანები შემოქმედებითები და კრეატიულები არიან. ენთუზიაზმი და ბავშვური სპონტანურობა არასოდეს ტოვებთ. ძალიან კარგი მეგობრობა შეუძლიათ და იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვთ. მათთან ადამიანები არასოდეს იწყენენ. სულ შეუძლიათ, სხვებს ხასიათი გამოუკეთონ და მხარი დაუჭირონ.