საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო.
“გურია ნიუსი” ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.