მოდი შევიჭყიტოთ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში ღამის საათებში. მგონი საინტერესოა.დავიწყოთ:
22:00 საათზე
სისხლში ორჯერ მატულობს ლეიკოციტების რაოდენობა — იმუნური სისტემა მინდობილი ტერიტორიების შემოწმებას ახდენს. სხეულის ტემპერატურა ეცემა. ბიოლოგიური საათი გაჰყვირის: ძილის დროა.
23:00 საათი
სხეული უფრო მეტად დუნდება, თუმცა ამ დროს, სხეულის ყოველ უჯრედში, სრული ძალით მიდის აღდგენითი პროცესები.
24:00 საათი
ცნობიერს ნელ-ნელა იპყრობს „სიზმარეული“, ტვინი აგრძელებს მუშაობას და თაროზე ალაგებს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას.
01:00 საათი
სიზმარი მკაფიო ხდება. ამ დროს თუ რამე გაწუხებთ მაგ. კბილი ან მუხლი შესაძლებელია დილამდე ტკივილმა არ დაგაძინოთ.
02:00 საათი
ყველა ორგანო ისვენებს. მხოლოდ ღვიძლი შრომობს სრული ძალით და წმინდავს ორგანიზმს დაგროვილი შლაკებისაგან.
03:00საათი
სრული ფიზიოლოგიური ვარდნა: არტერიული წნევა ქვედა ზღვარზეა, პულსი და სუნთქვა შენელებულია.
04:00 საათი
იმიტომ რომ ტვინს მიეწოდება სისხლის მინიმალური რაოდენობა, ის არ არის ჯერ მზად გამოფხიზლებისთვის. სამაგიეროდ სმენა მძაფრდება – უმცირესმა ხმაურმაც კი შეიძლება გამოგაფხიზლოთ.
05:00 საათი
თირკმლები ისვენებს, კუნთებს ძინავთ, ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, თუმცა ორგანიზმი უკვე ნელა ემზადება გამოსაფხიზლებად.
06:00 საათი
თირკმელზედა ჯირკვლი იწყებს სისხლში ჰორმონების ეპინეფრინის და ნორადრენალინის გადასროლას, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას და გულის ცემას ახშირებს. ორგანიზმი უკვე მზად არის გამოფხიზლებისთვის, თუმცა ცნობიერს ისევ ძინავს.
07:00 საათი
იმუნური სისტების ზეიმის პერიოდი. ამ დროს უნდა გაიზმორო, ადგე და მიიღო „კონტრასტული“ შხაპი. სხვათა შორის ამ დროს მიღებულ აბს გაცილებით კარგად ირგებს ორგანიზმი, ვიდერს დღის სხვა პერიოდში.
zrda.wordpress.com