ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ოზურგეთში, ცოცხალი გოჭის ფასი ძალიან მზარდი გახდა. ერთი კილოგრამი, ცოცხალი წონით, დღეისთვის 18 ლარი ღირს. ერთი თვის წინ 16 ლარი ღირდა, შემდეგ კი 17 ლარი. ვარაუდობენ იმასაც, რომ შესაძლოა, ფასი კიდევ გაიზარდოს.
_ ახლა ერთი კილოგრამი , ცოცხალი წონით, 18 ლარი ღირს. დასაკლავად არ ღირს. მოკლედ შეჭმად არ ღირს, არ გადავა ყელში, მარა გასაშვებად ყიდვაც საყოყმანოა, _ როგორც წესი სიმართლის თქმას, უმეტესად ხუმრობით ამჯობინებენ გურულები.
ადგილობრივები გოჭის გაძვირების მიზეზად, გასულ წელს კვლავ აქტიურად გავრცელებულ ღორის ჭირს ასახელებენ. უმეტესად, გასული წლის შემოდგომაზე, ბევრი ღორი დაიხოცა და დიდი ალბათობით, გოჭის ფასიც ამიტომ გაიზარდა.
ამბობენ იმასაც, რომ ბაზარს ყოველთვის ვერ გაუგებ, ხან მოთხოვნაც იზრდება ამა თუ იმ პროდუქტზე, ფრინველსა თუ ცხოველზე და ფასიც, შესაბამისად, მატულობს.
ავტორი