2023 წელი ადამიანების უმეტესობას არა მხოლოდ სტაბილურობასა და მომავლის რწმენას მისცემს, არამედ ცხოვრების გარკვეული რთული პერიოდების წინაშეც დააყენებს. არახელსაყრელი თარიღების გაჩენის მთავარი მიზეზი ზოგიერთი პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა იქნება.
2023 წელს ადამიანთა მომავალსა და ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას პლანეტა მარსი და მერკური მოახდენს, რადგანაც ისინი სწორედ რეტროგრადულ მოძრაობაში იქნებიან. ამ პერიოდში გაზრდილია კონფლიქტებისა და დაპირისპირებების, უჩვეულო გაღიზიანების, უმოტივაციობის, უენერგიობისა და საყვარელი საქმეების უგულებელყოფის რისკი. თუმცა, მარსის შემთხვევაში, ეს საშიშ პერიოდი უკვე გადავლახეთ, რასაც პლანეტა მერკურზე ვერ ვიტყვით.
პლანეტა მერკურის გავლენა
- 2023 წლის განმავლობაში პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში ოთხჯერ იქნება:
- 2023 წლის 1 იანვრიდან დან 18 იანვრამდე;
- 2023 წლის 21 აპრილიდან 15 მაისამდე;
- 2023 წლის 23 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით;
- 2023 წლის 13 დეკემბრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე.
აღნიშნული პლანეტა კომუნიკაციის უნარებზე, საქმიან მოლაპარაკებებზე, სოციალურ ქცევასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც, როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება, განსაკუთრებით ამ მიმართულებით იგრძნობთ შეფერხებასა და უმოტივაციობას. გართულდება კომუნიკაცია, მოიმატებს დაპირისპირებები და წარუმატებლობის შანსი. შესაძლოა, თქვენ შესახებ არასწორი წარმოდგენა გაუჩნდეთ, რაც თქვენს რეპუტაციასა და საქმიან ურთიერთობებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მითითებულ პერიოდებში გადადოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, პროექტები თუ წამოწყებები, რადგანაც წარუმატებლობების შანსი დიდია.
ნუ წამოეგებით პროვოკაციებს. ასევე, ეს არ არის საუკეთესო პერიოდი, როცა ძველი წყენების განხილვა და გრძნობების შესახებ საუბარი უნდა წამოიწყოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომუნიკაცია გართულებულია და შეთანხმებას ვერ შეძლებთ.
ასევე ,მნიშვნელოვანია, უარი თქვათ თვითკრიტიკაზე და ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებაზე, რადგან ამ პერიოდებში შესაძლოა, ზოგიერთი მოვლენის ადეკვატური და ობიექტური ანალიზი ვერ შეძლოთ.
ყველაზე არახელსაყრელი თარიღები 2023 წელს
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2023 წელს იმაზე გაცილებით ნაკლები არახელსაყრელი დღე იქნება, ვიდრე ეს 2022 წელს იყო, თუმცა ეს თარიღები მაინც დაიმახსოვრეთ და ყურადღება მიაქციეთ:
- 7 და 23 ივნისი;
- 6 და 21 აგვისტო;
- 4 და 20 სექტემბერი;
- 3, 14, 19 ოქტომბერი;
- 2 და 18 ნოემბერი;
- 2 და 17 დეკემბერი.
ამ დღეების განმავლობაში ადამიანების უმეტესობა ხასიათის მოულოდნელ ცვალებადობასა და გარკვეულ დისბალანსს იგრძნობს.
არანაკლებ რთული იქნება ისეთი დღეები, როგორებიცაა:
- 15 ივლისი
- 13 აგვისტო
- 12 სექტემბერი
- 12 ოქტომბერი
- 10 ნოემბერი
- 10 დეკემბერი
მითითებული თარიღები ენერგიის ძლიერი ვარდნის დღეებია, რაც უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს კეთილდღეობაზე. ასეთ დღეებში რთული იქნება ნერვიულობის, გაღიზიანებისა და შფოთვის თავიდან აცილება.
ამ დღეებში ეცადეთ, რაიმე მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. გაატარეთ დრო სიმშვიდეში და დაისვენეთ.