კიევში ვიზიტისას კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა:
“უკრაინელ ხალხს შეუძლია კანადის იმედი ჰქონდეს რომ ის გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება – ინდივიდუალურად და საერთაშორისო თანამეგობრობით G7-ის, NATO-ს, გაეროსა და ნებისმიერ სხვა ფორუმის ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის თებერვლიდან კანადამ უკრაინის დასახმარებლად 8 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.
“კანადა უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას, მათ შორის ტანკებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და არტილერიით და აგრძელებს ახალი დახმარების ზომების შემუშავებას უკრაინის საჭიროებებზე დაყრდნობით”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ჯასტინ ტრუდო კიევში დღეს, 10 ივნისს მოულოდნელად ჩავიდა.