საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მაკდონალდის” ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის შემცველი საბავშვო-სასაჩუქრე წიგნების ტირაჟირება ხდება. ჩვენდა სამწუხაროდ ეს ინფორმაცია დასტურდება.
ამ ფაქტმა მოსახლეობაში გამოიწვია დიდი გულისწყრომა და მიგვაჩნია, რომ სამართლიანადაც.
ეს არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი სულიერი და კულტურული ქრისტიანული მემკვიდრეობით ცხოვრობს. მეტიც ეს არის მოზარდებთან მიმართებაში, ვერაგული და შეფარული ქმედება „მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან.
რაც შეეხება საუბარს ჯანსაღ საკვებზე, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა!“, – ნათქვამია განცხადებაში.