https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ არ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი და გვარამია _ რას ამბობს პრეზიდენტი „უკრაინსკაია პრავდასთან“

18:13; 15.06.2023
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებულ პოზიციაზე საუბრობს. კითხვაზე, რატომ არ იწყალებს სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის „უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული“. „როგორც პრეზიდენტი, ანგარიშს უნდა ვუწევდე იმას, რასაც გრძნობს ქართველი ხალხი“, – ამბობს იგი.

პრეზიდენტის სიტყვებით, ქართველმა ხალხმა გადაიტანა სააკაშვილის 8-9-წლიანი რეჟიმი, რომელმაც დატოვა ბევრი მსხვერპლი, რამაც გაყო საქართველოს მოსახლეობა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი ტოლერანტული და ჰუმანურია, „მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავისი რეჟიმის დროს ჩადენილ ზოგ დანაშაულზე, შესაძლოა, არა უშუალოდ მის მიერ, მაგრამ – მისი ხელმძღვანელობით, ასეთია ზოგადად გრძნობა. ამასთან არის შეგრძნება, რომ მას ღირსეულად უნდა მოექცნენ და უნდა მოიძებნოს გადაწყვეტა. შევნიშნავ, რომ ექსტრადიციის (უკრაინაში. რედ.) მოთხოვნა არ ყოფილა, ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, შეწყალება მორალური საკითხია, რომელზე პასუხისმგებლობაც ხალხის წინაშე მას აკისრია.

„მაგრამ მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ჩემი კავშირებით ევროპაში და ვცდილობ, ვიმუშაო ხელისუფლებასთან, რათა ვიპოვო გამოსავალი, რომელიც მეტად შესაბამისი იქნება იმასთან, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტს, ისინი არიან ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, მთავრობას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია, მათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვაგვარი რეაგირება შეუძლიათ, მაგრამ მათ უნდა მოახდინონ რეაგირება, ამ გადაწყვეტილებაზე ისინი არიან პასუხისმგებელი“.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ამას შეუძლია უკრაინა-საქართველოს მეგობრობის დარღვევა, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ – არა და რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას და დარწმუნებულია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციიდან გამოსავალს მოძებნიან.

ჟურნალისტის კითხვაზე, სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიუმართავს თუ არა მისთვის პირადად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „ბევრ ადამიანს უთხოვია პირადად მისთვის“.

„მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ შეწყალება ამ სიტუაციაში გამოსავალი არ არის. სახელდობრ, ქართველი ხალხის გამო. მაგრამ არსებობს სხვა გზები, და თუ არის ზეწოლა, მაშინ ზეწოლის გამოყენება უნდა მოხდეს იქ, სადაც პასუხისმგებლობაა და სადაც ძალაუფლებაა, რათა რაღაც შეიცვალოს. მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ეს ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია, რომელმაც უნდა იპოვოს გზები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც ხდება გარესამყაროში. ეს არ არის ახალი საკითხი, მრავალი ქვეყნის პრეზიდენტი გაუსამართლებიათ და ხანდახან ჩვენ გვესმის, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ასევე არსებობს ზოგადად მიღებული მიდგომები ამ სირთულის გადასაჭრელად და ჩვენ ვალდებული ვართ, მეტად შევესაბამებოდეთ მათ“.

რაც შეეხება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აქ სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ერთადერთ მსგავსება ისაა, რომ პრეზიდენტი ზეწოლით ვერ შეიწყალებს, „რადგან მაშინ შეიძლება მასზე ზეწოლა მოხდეს შიგნიდან“.

„დღევანდელი მდგომარეობით, ვფიქრობ, 3 ათასი პატიმარი გვყავს, მათ ოჯახის ნებისმიერ წევრს, მეგობარს ან გავლენის ჯგუფს შეუძლია ზეწოლის დაწყება. ამდენად, ეს ჩემი გადასაწყვეტია, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ამის შესაბამისად ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. მაგრამ რაც ნაკლებია ზეწოლა გარედან, მით უკეთესი შეწყალებისთვის. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა სხვა საქმეა, მაგრამ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილებები ნებისმიერ ქვეყანაში – მცირესა თუ დიდში, განურჩევლად კამპანიის მასშტაბისა – არ შეიძლება დაექვემდებაროს ზეწოლას. მე თვითონ გავხდი ამ ჟურნალისტის ძალიან არაგონივრული სიტყვების სამიზნე, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტი არ იყო: ის სხვადასხვა დროს იყო პროკურორიც და არა ის პროკურორი, რომელიც ახორციელებდა ნამდვილ მართლმსაჯულებას. თუმცა ადამიანები მხოლოდ იმაზე არიან პასუხისმგებელნი, რისთვისაც გაასამართლეს. მიმაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება, ალბათ, ერთადერთი უფლებაა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. ახლა საქმე უზენაეს სასამართლოშია განსახილველად.

ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ერთ-ერთი ბოლო აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 27 მაისს გაიმართა. პრეზიდენტისგან ამ გადაწყვეტილების მიღება ითხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმაც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს – მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

წყარო: რადიოთავისუფლება

მიხეილ სააკაშვილინიკა გვარამიასალომე ზურაბიშვილი
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, დაახლოებით, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

10:35; 20 დეკემბერი, 2025

ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში პროგრამის ,,ოზურგეთის ახალი სიცოცხლე" ფარგლებში მომზადებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

"ჩემი უღალატო და დასაყრდენი მოსწავლე" _ ჭანჭათის სკოლას ერთადერთი კურსდამთავრებული ჰყავს

ყველა სიახლე

საზოგადოება

გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა

23:56; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფერდა

21:29; 22.12.2025
მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025
მსოფლიო

რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

19:15; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს გადახდას თხოვს

18:31; 22.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17:59; 22.12.2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22.12.2025
ფინანსები

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

17:17; 22.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

15:23; 22.12.2025
ფინანსები

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

14:33; 22.12.2025
ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო