ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძესთან პოპულარულმა აზერბაიჯანელმა მომღერალმა ემინმა დუეტი ჩაწერა. ისინი ცნობილ ქართულ ჰიტს “ყვავილების ქვეყანას“ ასრულებენ, რომელსაც ბუბა კიკაბიძე შესანიშნავად მღეროდა. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, გადაღებები კი “გარდენია შევარდნაძეში“ მიმდინარეობდა.
ნანი ბრეგვაძე მისი და აზერბაიჯანელი მომღერლის ირგვლივ ატეხილ მითქმა-მოთქმას ეხმიანება და ამბობს რომ „დაწყნარდეს ყველა“.
„ძალიან დავიღალე გადაღებაზე, ღამის 11 საათამდე გაგრძელდა. მე არ მომეწონა ჩემი ნამღერი და თავიდან უნდა ჩავწერო. ის ადგილები უნდა ვიმღერო თავიდან, რაც ამ ბიჭს დაემთხვევა ტონალობაში. ის აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ემინი შესანიშნავი ბიჭია. ძალიან პოპულარული იყო მოსკოვში. კარგად მღერის ქართულად და ინგლისურად. დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის, არც რუსულად ვმღერით“,- ამბობს ნანი ბრეგვაძე.
წყარო: ambebi.ge