დიდ დიღომში არასრულწლოვანს ეძებენ. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, დაკარგული გოგო 11 წლისაა.
,,მთელი დიღომი, პოლიცია, ფანრებით დადის და ეძებს მოზარდს. სკვერში, კორპუსებში, ყველგან მარიამს ეძებენ. ახლაც ისმის ძახილი. ბავშვი არ ჩანს. გამოდით, ვისაც შეგიძლიათ, დავეხმაროთ სამძებრო სამუშაოებში”,- წერენ დიდი დიღმის ჯგუფში.
ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ფეისბუქმომხმარებლებიც აზიარებენ.
“ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ა !!!!
დიდ დიღომში დაიკარგა ბავშვი, რომელსაც რამდენიმე საათია ეძებენ. ამბობენ მთელი უბანია გამოსული გარეთ და ვერ იპოვესო.
ბავშვი 11 წლისაა, მარიამი ჰქვია, მაღალი გამხდარი გოგოაო.
აცვია მწვანე ზედა. ბოლოს მწვანე სკოლასთან (ძველი ფესვები) ნახეს და იმის მერე არ გამოჩენილა!!
ითხოვენ ინფორმაციის გავრცელებას და დახმარებას.
გთხოვთ გააზიარეთ ან დაკოპირებით წაიღეთ თქვენს გვერდზე”, _ წერენ სოციალურ ქსელში.