გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურში ადიდებულმა მდინარე ტანამ ნაპირები მოანგრია. კალაპოტი სკვერს უახლოვდება. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩანგრეულია ის საცალფეხო ხიდიც, რომელიც სკვერთან მისასვლელად მოსახლეობამ თავად გააკეთა. ამჯერად, სკვერი საბოლოოდ უფუნქციოდ დარჩა.
ცნობისთვის, სკვერი გორის მერიამ 2021 წელს გააკეთა და 10 000 ლარი დახარჯა. ამ თანხით შეიძინეს ატრაქციონები და დადგეს.