21 ივნისს ჩაფიქრებული ყველა სურვილი აგისრულდებათ – რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და როგორ აგვისრულდება ჩაფიქრებული სურვილი, ამაზე გადაცემაში “დილამშვიდობისა საქართველო” ასტროლოგმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.
“21 ივნისს არის მზის სისრულის დრო, ამიტომ ამ დღეს ჩაფიქრებული ყველა სურვილი ახდება. თუ თქვენ ახალ მიზნებს, გეგმებს დაალაგებთ, გადაიტანთ ფურცელზე ან თქვენს გონებაში ჩამოაყალიბებთ, ამ შემთხვევაში ეს სურვილები აუცილებლად ასრულდება. ამიტომაც, დილიდან 21-ში იყავით განსაკუთრებულად პოზიტიური, _ ამბობს ანზორ ოდიშარია.