არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან, – ასე ეხმაურება რუსეთში კერძო სამხედრო დაჯგუფება ,,ვაგნერის“ სამხედრო აჯანყებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
ყოფილმა სახელმწიფო მეთაურმა აღნიშნა, რომ საფრთხე რეალურია და მშვიდობის შესანარჩუნებლად საჭიროა დროულად მოქმედება.
,,მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.
საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი — ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო.“ – ამბობს გახარია.
ავტორი