ანსამბლ ” ლანჩხუთის” წარმატებული გამოსვლა, ბულგარეთის ქალაქ ნესებირში.
ქართული დროშის ფონზე, ზღვა ემოციები და ჩვენი ბავშვებით გაოცებული და კმაყოფილი მაყურებელი.
ყოჩააღ! _ წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი თიკო ხვედელიძე.
თიკო ხვედელიძის პოსტს არაერთი ლანჩხუთელი და ანსამბლის გულშემატკივარი ეხმიანება:
“ცეცხლი დაანთეს… ყველამ ნახოს თუ რა შეუძლია ,,ანსამბლ ლანჩხუთს”! კიდევ ბევრი წარმატების მიღწევა… ვამაყობ თქვენით და მადლობას ვუხდი ქორეოგრაფებს _ გურამ ურუშაძეს და ნუგზარ ხუხუნაიშვილს ამ დიდი შრომისთვის”
“საოცარი ბავშვები’ წარმატებები”…
“ულევი წარმატებები ჩვენს ანსამბლს”;
“მსოფლიოს სცენები დაგეპყროთ, ახალგაზრდებო”;
“მიხარია ჩვენს ქალაქს ასეთი კარგი ქორეოგრაფები და მომავალი თაობა რომ ჰყავს”, _ წერენ სოციალურ ქსელში.