„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციამ ბრიფინგი გამართა. ისინი გამოეხმაურნენ კასპში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად შეხვედრას მართავდა პენსიონრებთან და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
„ახლა, როდესაც ჩვენ ვისმენთ ღარიბაშვილის მხრიდან ტყუილებს, ტყუილს წარსულზე ტყუილს აწმყოზე, ტყუილს მომავალზე, სწორედ ამ წუთებში „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებული ბიუროკრატიული ბანდიტები იყვნენ მიქსეულები პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაეშალათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან.
ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, რომ დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა.
პუტინისტურმა ბანდიტოკრატიულმა „რუსულმა ოცნებამ“ ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი,სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს მოქალაქეებს პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოქმედებას შინაგან საქმეთა მინისტრისგან. ჩვენ მივემართებით ახლა კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი არის სწორედ ის და არ ვაპირებთ, რომ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში, რადგან ის და ივანიშვილის ბანდიტოკრატიული რეჟიმი ართმევს ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ინტერესი არის დღეს ეროვნული ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მნიშვნელოვანი საქმე რომ არ ემსახურებოდეს დღევანდელი ხელისუფლება რუსულ საქმეს, იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ნგრევისთვის ყველაფერს აკეთებს რუსი ღარიბაშვილი და ივანიშვილის რუსული რეჟიმი,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.