რუსთავში 14 წლის ბიჭს უკვე სამი დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა წყალში ბავშვის გაუჩინარების წერტილიდან, დაახლოებით, 18-კილომეტრიანი პერიმეტრი სხვადასხვა საშუალებით შეამოწმეს.
ძებნის ღონისძიება ჩატარდა ხიდის მიმდებარედ არსებული დამბის არეალშიც.
მოზარდის საძიებო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.
ცნობისთვის, 28 ივნისს, XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდთა ჯგუფი ცურვის მიზნით შევიდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი წყლის დინებამ გაიტაცა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.