ინდოეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა, ავტობუსი რომელშიც 35-მდე მგზავრი იმყოფებოდა, გზის გამყოფს შეეჯახა, და ცეცხლი მოეკიდა.
დაშავებულები შტატ მაჰარაშ-ტრაშის ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ქვეყნის პრემიერის და შტატის ხელისუფლების განცხადებით, ისინი დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან.
“რუსთავი2”