შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მომხდარი არეულობის დროს 15 წლის ქართველი დააკავეს.
ცნობისთვის, ამბოხებულებმა გაანადგურეს Fnac სუპერმარკეტი, ჩაამტვრიეს კარი და თავს დაესხნენ პოლიციელებს, რომლებიც შენობის დასაცავად მოვიდნენ. მოწმეებმა განაცხადეს, რომ ასზე მეტი რადიკალი შეეჯახა პოლიციელებს. ასევე თავს დაესხნენ ფეხსაცმლის მაღაზიას Pomp it Up. ვრცელდება ინფორმაცია სხვა მაღაზიებისა და ოფიცრების გაძარცვის შესახებ.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი ქართველია.
მედიის ცნობით, დაკავებულებიდან 6 არასრულწლოვანია, ერთადერთი სრულწლოვანი კი 24 წლის შვეიცარელია.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები საფრანგეთში პოლიციელის მიერ ახალგაზრდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად შეიკრიბნენ.