საქართველოში მიწისძვრა მოხდა, _ ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 01:50 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი დმანისის დასავლეთით 23 კმ-ში, სოფელ სამებაში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.