თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
თუმცა უწყებაში არ ადასტურებენ, რომ სროლა მამა-შვილის მისამართით გახორციელდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სროლა ბაბუა და შვილიშვილის მისამართით მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ამავე თემაზე:
თბილისში, სავარაუდოდ, მამა-შვილს ესროლეს