ვერძი
პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ვერძ მამაკაცს ნამდვილი მაჩოს ხასიათს ანიჭებს. იგი ძლიერია (როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად), ცოტა უხეში, პირდაპირი, ენერგიული და გულადი. თუკი ასეთ მამაკაცს მოეწონეთ, როგორც ჭეშმარიტ მამრს შეეფერება, იგი გასაქანს არ მოგცემთ მანამ, სანამ ყველა შანსს არ მიიღებს თქვენი გულის მოსაგებად.
ლომი
მზე, ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა, ანიჭებს ამ ადამიანს დიდსულოვნებას, მეფურ მანერებს, სიამაყეს, გრაციოზულობასა და გამოკვეთილ, არისტოკრატიულ მანერებს. ლომი მამაკაცი ყოველთვის იპოვის საშუალებას, ინტერესის ობიექტ ქალს თავბრუ დაახვიოს და თავი შეაყვაროს. ამასთან ერთად, იგი მამაცი და უშიშარია მაშინ, როცა ნამდვილი ხიფათია მოსალოდნელი, რის ხარჯზეც, დამეთანხმებით, მას მარტივად შეუძლია ნებისმიერი ქალის გულის მოგება.
ავტორი