https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გია ფერაძე – „არასერიოზული კაცის“ დიდი სიყვარული

0:53; 15.07.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ტრაგედია, რომელიც თბილისელებს დღემდე ახსოვთ, 1985 წლის 19 მარტს დატრიალდა. მსახიობი გია ფერაძე და მისი მეუღლე ირინა მიქატაძე, 18 მარტს გუდაურიდან თბილისში უზომოდ ბედნიერები და დაღლილები დაბრუნდნენ…

მეორე დღეს კი თბილისში მეხივით გავარდა ხმა, რომ მსახიობმა გია ფერაძემ საკუთარ სახლში მეუღლე მოკლა.

მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, თუმცა ბევრი ამბობდა, რომ მსახიობს ცოლი უზომოდ უყვარდა და სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა.

ტრაგედიამ, რომელმაც 23 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, მთლიანად გაანადგურა გია ფერაძის ცხოვრებაც…
19 მარტი მისი დასასრულის დასაწყისად იქცა. იმ მომენტისთვის მათი შვილი მარიკუნა 11 თვის იყო.

გია ფერაძის ცხოვრებასა და ტრაგიკულ ბედზე მისი ძმა ილია ფერაძე საუბრობს.

– ჩვენ ძალიან ცნობილი ოჯახი გვქონდა. მამა ცნობილი პედაგოგი და გამოჩენილი პიროვნება იყო, რომელმაც თავისი კვალი დატოვა. მის ლექსზე დაწერილ სიმღერას „ყვავილების ქვეყანა“ დღესაც მღერიან. დედაჩემი იყო ცნობილი მსახიობის სანდრო ჟორჟოლიანის ძმისშვილი და ბავშვობიდან მსახიობების წრეში ტრიალებდა. ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ სესილია თაყაიშვილი, სესილია წუწუნავა და სხვები…

– ალბათ, ამან განაპირობა თქვენი ძმის არჩევანი?

– რა თქმა უნდა. გენი თაობიდან თაობებში გადადის და არავინ აცის, სად იჩენს თავს. მე გიაზე ცხრა წლით უფროსი ვარ და ომამდე დაბადებულთა თაობას ვეკუთვნი. გია ომის შემდეგ დაიბადა. მე აკადემიურად მზრდიდნენ. პედაგოგი მშობლები გამუდმებით მარიგებდნენ: ეს შეიძლება, ეს არაო და ამასობაში გიამ მოასწრო თავისუფლად ცხოვრება. ძალიან ცელქი და ეშმაკი ბავშვი იყო.

ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი. ალბათ, ასეთი რომ იყო, იმიტომ შეარჩიეს სკოლაში და „პაპა გიგიაში“ ეპიზოდურ როლში გადაიღეს. ყველაფერი აქედან დაიწყო. გია 51-ე სკოლაში სწავლობდა და მისი კლასელი იყო მსახიობი ნანული სარაჯიშვილი. ნანული თეატრალურ ინსტიტუტშიც გიას ჯგუფელი იყო. მის გარდა, გიასთან ერთად სწავლობდნენ ასმათ ტყაბლაძე, ამირან ბუაძე და სხვები. იმ უბედურების დროს, ეს ხალხი და კიდევ უამრავი მეგობარი, ვისაც ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გია ფერაძე განზრახ მკვლელი არ იყო, გვერდიდან არ მოგვშორებია და დღემდე მეგობრებად ვრჩებით.

გია ძალიან მალე გახდა პოპულარული. გია და მისი მეგობარი, მხატვარ-მულტიპლიკატორი ბესო ხიდაშელი ისეთ იუმორისტულ ნომრებს აკეთებდნენ, რომ მათ სახლში დაპატიჟებაზე რიგი იდგა.

მერე იყო ერთი ცოლი, მეორე, მესამე… როგორც ცხოვრებაში, ისე ოჯახშიც ვერ ჩერდებოდა დიდხანს, მაგრამ ირინა მიქატაძე მისი უდიდესი სიყვარული იყო. ირინაზე 30 წელს გადაცილებული დაქორწინდა. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ძალიან ბედნიერები იყვნენ, მაგრამ არ დასცალდათ. გიას ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: ერთია ზეიმის, გასტროლებისა და ბედნიერების პერიოდი და მეორე – ტრაგედიის შემდგომი ცხოვრება.

– ტრაგედიის შემდეგ ითქვა, რომ გია მეუღლეზე ეჭვიანობდა…

– ეს ტყუილია. გიას ეჭვის არავითარი საფუძველი არ ჰქონია და ამას არავინ დაიჯერებს. ეს უბედური შემთხვევა იყო. ერთ-ერთ გასტროლზე გიას ვიღაცამ კალმისტარი აჩუქა, რომელიც ტყვიას ისროდა. პატარა იყო, მაგრამ საშინლად დიდი ხმა ჰქონდა. გეკოს 5-მილიმეტრიანი ტყვია კაცს არ კლავს, მაგრამ ირინას ისეთ ადგილას მოხვდა, რომ ვერ გადარჩა. იმ დღეს ჩემი ძმა სახლში ძალიან გვიან, დაახლოებით, ღამის სამ საათზე მივიდა. ირინამ გვიან მოსვლის გამო უსაყვედურა და გია, როგორც სჩვეოდა, ჩაეხუტა, მოეფერა და გაბრაზება გაუქარწყლა. მერე ორივე სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევად. ირინამ ყავა დაასხა და გიას წინ დაჯდა. ამ დროს ჩემმა ძმამ პიჯაკის მარჯვენა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. სიგარეტთან ერთად ედო ის კალმისტარიც და მოხდა მოულოდნელი გასროლა. ტყვიამ აორტაში გაიარა და ცოლი ხელში ჩააკვდა. საუბედუროდ, კალმისტარი შეყენებული იყო… ჩემი ძმა სახლისკენ რომ მოდიოდა, რაღაც მთვრალ კამპანიას გადაყრია ეზოსთან და ყოველი შემთხვევისთვის, შეუყენებია – რამე რომ ყოფილიყო, ჰაერში ვისროდი და თავს დამანებებდნენო. ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საბედისწერო გამოდგა…

– სასჯელი ძალიან მკაცრი აღმოჩნდა. ამბობდნენ, ირინას ოჯახის გავლენიანმა ახლობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სიძეს ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი არ შემსუბუქებოდა და მერეც მკაცრად აკონტროლებდნენო…

– მიქატაძეებს ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ოჯახი ჰქონდათ. ამ ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რომლებიც დაზარალებული ოჯახის საამებლად ცდილობდნენ, ყველანაირად დაემძიმებინათ გიას სასჯელი.

გიას 17 წელი მიუსაჯეს – 12 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, მათ შორის 5 წელი საპყრობილეში ყოფნა, ანუ ე.წ. „კრიტი“ და მერე 5 წელი გადასახლება.
ასეთი სასჯელი არავისთვის მიუსჯიათ, ვითომ გია ვინმე გადამთიელი ვიგინდარა ყოფილიყო და არა ცნობილი და საყვარელი მსახიობი.
ყველა ციხე მოატარეს – თბილისის, აზერბაიჯანის, ვლადიმირის, სადაც ჭლექი აიკიდა და ამ ჭლექიან კაცს თვეობით ეტაპებში გზავნიდნენ. ციმბირი, იაკუტია, მახაჩკალა…
მე დავდიოდი და ვწერდი საჩივრებს. ბოლოს ნაცნობობით მოვხვდი საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურორთან და იქ მითხრეს, მაგას ისეთი გრიფი აქვს, ურჩევნია, მოკვდესო. დედა, ფაქტობრივად, ამან დააავადა. მასზე განსაკუთრებით ის მოქმედებდა, რომ რუსეთსა და ციმბირში ვერ მიმყავდა პაემნებზე და გიას წლების მანძილზე ვერ ხედავდა. გაჟონვა მოუვიდა და პერიფერიული მხედველობა დაკარგა. ციხიდან გამოსული გიაც ძალიან ცუდად იყო.
ჭლექი ჰქონდა მოდებული და ამ ჭლექმა დაახრჩო კიდეც.
დავაწვინეთ ტუბდისპანსერში, სადაც ექიმები მისი კლასელები იყვნენ. წარმოიდგინეთ, რომ ამ მდგომარეობაში მყოფიც სვამდა და ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

– თქვენი მონაყოლიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გია ფერაძემ „არასერიოზული კაცი“ საკუთარ ცხოვრებაში ითამაშა…

– ასე გამოვიდა. არა მარტო „არასერიოზულ კაცში“, არამედ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაშიც“ საკუთარი მომავალი განასახიერა. როგორც ფილმის გმირს სცემდნენ და სტანჯავდნენ ციხეში, რეალურადაც ასე იყო და ამაზე უარესიც დაემართა. გიას ციხეში ყოფნის პერიოდზე ჯერ ერთი წიგნი დავწერე, ახლა კი კინომოთხრობა გავაკეთე.
სხვათა შორის, პატიმრობის დროს ქურდებში ძალიან დაფასებული ყოფილა. გიას სანახავად რომ ჩავდიოდი პაემანზე, მეუბნებოდნენ, გია ჩვენი ტელევიზორია. ჩვენ ციხის მეტი არაფერი გვინახავს. მაგას მსოფლიო აქვს მოვლილი და ყველაფერს გვიყვებაო.
აქ ბევრმა რომ ზურგი აქცია გიას და თეატრმაც უარყოფითი დახასიათება მისცა თუ მიაცემინეს, მოსკოვში გიას დახასიათებაზე 15-მა დამსახურებულმა არტისტმა მოაწერა ხელი.
ანდრეი მირონოვი და ალექსეი აბდულოვი ვლადიმირშიც კი წამყვნენ გიას სანახავად ტუბზონაში.

– იქნებ რუსეთში მცხოვრები გიას ცოლ-შვილის შესახებაც გვიამბოთ…

– 1983 თუ 1984 წელს გია რუსეთში გასტროლებზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა კაცი სამი-ოთხი თვით რომ წავა გასტროლებზე, თანაც რუსეთში, არაფერია გასაკვირი. ერთ ოჯახში გაიცნო არაჩვეულებრივი გარეგნობის 18 წლის გოგონა. წესიერი ოჯახის შვილი. ბედის ირონიით, მასაც ირინა ერქვა. მერე ჩვეულებრივ ჩამოვიდა გასტროლებიდან.
არც გიამ და არც ჩვენ არაფერი ვიცოდით, თუ ბავშვი გაჩნდა. ამ გოგონას არაფერი უთხოვია და საერთოდ არც მოუწერია. მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გიას დაჭერა გაიგო.
იცით, როგორი ქალია? ლექსებს წერს. რომანტიკოსი რუსი ქალები რომ იყვნენ, დეკაბრისტების ცოლები, აი, ასეთი… გია რომ იაკუტსკში იყო გადასახლებული, ჩავიდა და უკვე ოთხი წლის ბავშვი ანახა.
ბავშვი მამის სახელს ატარებს. ციხეში ისე არ შეუშვებდნენ, ხელი რომ არ მოეწერათ. გია უკვე საშინლად ნატანჯი იყო. ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარდა, აღარავის ახსოვდა და ამ დროს გამოეცხადა ქალი, რომელმაც საუკეთესო დრო გაახსენა და შვილი ანახა, რომელიც გიას ბავშვობის ასლი იყო. ხელი ციხეში მოაწერეს. ირინაც და მისი შვილიც ფერაძის გვარს ატარებენ. ირინა კუზუბოვა-ფერაძე და გია ფერაძე-უმცროსი.

– ეს ქალბატონი გათხოვილია?

– ირინა არ გათხოვილა და შვილის საუკეთესოდ აღზრდას დაუთმო ცხოვრება.
ისევ გენების მოქმედებით, გია ფერაძე-უმცროსიც თეატრალურ ინსტიტუტში შევიდა, დაამთავრა და ახლა სამარის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. ირინა და გიკა, გიას გარდაცვალების შემდეგ, ათი წელი ვეძებე ინტერნეტის მეშვეობით. ბოლოს ისევ შემთხვევამ მაპოვნინა.

გიას შვილს მარიკუნას, როცა წამოიზარდა, გადავეცი ტრაგედიის წინა დღეებში, გუდაურში გადაღებული ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ ეფერებიან ერთმანეთს გია და ირინა, როგორ უყვარდათ ერთმანეთი.

სხვათა შორის, ვიცი, რომ გულის სიღრმეში ირინას ოჯახიც დარწმუნებული იყო ამ ტრაგედიის შემთხვევითობაში.
გია დიდი სიყვარულით სავსე, უბოროტო და ნიჭიერი ადამიანი იყო და დასანანია, რომ მარტო 36 წელი იცხოვრა. დანარჩენი 8-10 წელს ცხოვრებას ვერ დავარქმევ… ეს ტანჯვა იყო..

მაგრამ დღეს გია ფერაძის დანატოვარი სიყვარულის განსახიერებაა, რომ მისი შვილები ერთად დადიან ამ ქვეყანაზე: მარიკუნა, სოფო, ბიძინა და გია…

გაზიარება46Tweet29Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

ალიკაპის გარეშე გასეირნება – ₾150, მიტოვება – ₾5 000 _ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა

10:30; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

 ახალი წელი ყველაზე კეთილი დღესასწაულია _ კახა კალაძე

10:18; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

ილია მეორე – იმედით უნდა ვიყოთ

00:12; 1 იანვარი, 2026

სად გააგრძელებს კარიერას ზურიკო დავითაშვილი?

ასტროლოგია და საუკეთესო მეგობრები

ყველა სიახლე

საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026
საზოგადოება

ალიკაპის გარეშე გასეირნება – ₾150, მიტოვება – ₾5 000 _ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა

10:30; 1.01.2026
საზოგადოება

 ახალი წელი ყველაზე კეთილი დღესასწაულია _ კახა კალაძე

10:18; 1.01.2026
საზოგადოება

ილია მეორე – იმედით უნდა ვიყოთ

0:12; 1.01.2026
სამართალი

დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა

21:30; 31.12.2025
საზოგადოება

რამდენმა პირმა მიიღო საარსებო შემწეობა დეკემბერში

21:20; 31.12.2025
სამართალი

თბილისში მკვლელობა მოხდა

20:54; 31.12.2025
საზოგადოება

“თანამშრომლებმა გამოასწრეს”- მანქანა გაზის მილს დაეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია

20:47; 31.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო