კურო
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ზოგადად უყვართ სტაბილურობა ყველგან და ყველაფერში. მით უმეტეს, როცა საქმე სახლს და ოჯახს ეხება. კუროს არ უყვარს ცვლილებები, ძნელად ადაპტირებს მოულოდნელი ცხოვრებისეული „სიურპრიზების“ დროს და ყველაზე მეტად ვერ იტანს შეჩვეული ადგილის ცვლას. ამ ზოდიაქოს ნიშნის ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს საკუთარ სახლს. ხშირად ამას წლებიც შეიძლება შეალიონ, სამაგიეროდ, საბოლოო ჯამში კუროს სახლი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მყუდრო იქნება.
კირჩხიბი
კირჩხიბს მთვარე მართავს, რაც თავის მხრივ, დედობრივ ფუნქციებს შეესაბამება. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს უყვარს სხვებზე ზრუნვა, მოფერება და დაპურება. კირჩხიბის იდეალი დიდი სახლია, დიდი ოჯახით, ფართომასშტაბიანი წვეულებებითა და რიტუალური საოჯახო სადილებით. კირჩხიბები ძალიან უბედურები არიან, თუკი არ აქვთ საკუთარი ჭერი თავზე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მალე აღმოფხვრან ცხოვრებიდან. როგორც წესი, მათ მოსწონთ ცხოვრება წყალთან. ამიტომ ზღვისპირას ან მდინარის/ტბის სანაპიროზე სახლი კირჩხიბისთვის იდეალურია.
ავტორი