” დღეს ჩვენ გვაქვს დაბალ რისკიანი პორტფელი, ხოლო 7 აგვოსტოდან დაემატება საშუალო რისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელები”, – ამის შესახებ განაცხადა დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.
კანონის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე , საპენსიო აქტივების 100% განთავსებული უნდა იყოს ნაკლებად რისკიან პორტფელში, ხოლო აღნიშნული თარიღის შემდეგ , სააგენტოს ექნება უფლება ინვესტირება დაიწყოს საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებშიც. მეტიც, სქემის მონაწილეს თავად ექნება შესაძლებლობა, პორტფელებს შორის არჩევანი საკუთარი შეხედულებისამებრ გააკეთოს.
რაც შეეხება პორტფელებს შორის სხვაობას, მელიქიძის თქმით, ისაა რომ ნაკლებ რისკიანში არის ნაკლები უცხოური ვალუტა და გლობალური აქციები, საშუალო რისკიანში უფრო მეტი, სადღაც 40%-მდე, ხოლო მაღალ რისკში იქნება 60%-მდე უცხოური ვალუტა და გლობალური აქციები.
თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, მაღალ რისკიან პორტფელს ზრდის ნახვის უფრო მეტი შანსი აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში.