სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“, სადაც გუშინ, 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა, განცხადებას ავრცელებს.
„სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი და მისი თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ შეძრა, როგორც მოსახლეობა, ასევე, სასტუმროს ადმინისტრაციის თითოეული წევრი და სტუმარი. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, მიწოდებულია ვიდეო მასალა და მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა. სასტუმროს ტერიტორიაზე შეჩერებულია გასართობი და მუსიკალური აქტივობები და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება“, – წერია განცხადებაში.