https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სიახლე საპენსიო სქემაში – რა უნდა ვიცოდეთ საპენსიო დანაზოგების დაბანდების შესახებ

10:16; 20.07.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

აგვისტოდან შესაძლებელი იქნება საპენსიო აქტივების ინვესტირება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში,_ ამ სიახლის შესახებ  შეხვედრა საპენსიო სააგენტომ მედიის წარმომადგენლებთან თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში.

შეხვედრას საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე უძღვებოდა.

გოგა მელიქიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, განიხილა საინვესტიციო პროცესები და არსებული შედეგები.

როგორც მელიქიძემ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის არსებული მომაცემებით, საპენსიო სააგენტოს დაგროვებითი პენსიის სქემაში 1, 422, 707 მონაწილეა. ჩართულია 102, 379 ორგანიზაცია. სულ გაცემულია 10 მილიონზე მეტი ლარი, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 3 500-ზე მეტმა მონაწილემ. წმინდა საპენსიო აქტივები 3.7 მლდ ლარს შეადგენს, დარიცხული საინვესტიციო სარგებელი 638 მილიონი ლარია, ფონდის დაარსების დღიდან დღემდე საინვესტიციო მომგებიანობა (ნომინალური ამონაგები): 49.5%-ს შეადგენს, გარდა ამისა, საინვესტიციო მომგებიანობა (რეალური ამონაგები): 10.4%-ია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიახლეს, რომელსაც 6 აგვისტოდან აამოქმედებს საპენსიო სააგენტო.

” დღეს ჩვენ გვაქვს დაბალ რისკიანი პორტფელი, ხოლო 7 აგვისტოდან, რადგან 6 აგვისტო კვირააა,  დაემატება საშუალო რისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს ის შესაძლებლობა,  რაც 6 აგვისტოდან ეძლევა. მათ მიერ შერჩეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით მოხდება დანაზოგების განთავსება და ინვესტირება, რაც მეტი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემს ყველა დასაქმებულს რომელიც ჩართულია სქემაში“,– განაცხადა  მელიქიძემ.

რაც შეეხება პორტფელებს შორის სხვაობას, მელიქიძის თქმით, ისაა რომ ნაკლებ რისკიანში არის ნაკლები უცხოური ვალუტა და გლობალური აქციები, საშუალო რისკიანში უფრო მეტი, სადღაც 40%-მდე, ხოლო მაღალ რისკში იქნება 60%-მდე უცხოური ვალუტა და გლობალური აქციები.

აქვე, მელიქიძე აღნიშნავს, რომ  გრძელვადიან პერსპექტივაში, მაღალ რისკიან პორტფელს ზრდის ნახვის უფრო მეტი შანსი აქვს.

გაწევრების მომენტისთვის, 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები – მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში, 40 წლიდან 50 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები – საშუალორისკიან საინვესტიციო პორტფელში, ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში განთავსდება. თუმცა, აღნიშნავენ, რომ  მონაწილეებს თავადაც შეეძლებათ რისკისშემცველი პორტფელის არჩევა 6 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე პერიოდში. ამის შემდეგ კი პორტფელი დაიხურება და ცვლილების გახორციელება, არჩეული პორტფელის შეცვლის სურვილის ქონის შემთხვევაში,  ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება უშუალოდ პორტფელებს, მათში დაშვებული ინვესტირება, წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, ასე გამოიყურება: ნაკლებადრისკიანი პორტფელი: ფულადი სახსრები და დეპოზიტების 75%, უცხოური ვალუტა 20%, სასესხო ფასიანი ქაღალდები 100%, წილობრივი ფასიანი ქაღალდები 20%. რაც შეეხება საშუალო რისკიან პორტფელს: ფულადი სახსრები და დეპოზიტები 50%, უცხოური ვალუტა 40%, სასესხო ფასიანი ქაღალდები 75%, წილობრივი ფასიანი ქაღალდები 20%-40%, სხვა აქტივები 10%. მაღალრისკიანი პორტფელი კი ასეთია: ფულადი სახსრები და დეპოზიტები 25%, უცხოური ვალუტა 60%, სასესხო ფასიანი ქაღალდები 50%, წილობრივი ფასიანი ქაღალდები 40%-60%, სხვა აქტივები 10%.

აღსანიშნავია, ისიც, რომ ამჟამად პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიღების და ამოქმედების შემთხვევაშიც, არსებული ყველა პორტფელი გადაინაცვლებს დაბალრისკიან პორტფელში, თუმცა დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილეებს, ნებისმიერ დროს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი აქტივები საშუალო და მაღალრისკიან პორტფილებში განათავსონ. ასევე არსებობს აქტივების დივერსიფიცირებულად განთავსების საშაულებაც.

ინფორმაციისთვის, დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება საქართველოში საპენსიო სააგენტოს მიერ 2019 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვით საპენსიო შენატანების შეგროვება, მართვა და ინვესტირება. სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სქემის მონაწილეებისთვის მათ მიერ დაგროვებული საპენსიო შენატანების და შენატანებზე დარიცხული ამონაგების გაცემას პენსიის სახით. სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას კი საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს.

საპენსიო რეფორმა საქართველოში 2018 წლის 6 აგვისტოს ამოქმედდა და კანონის თანახმად, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება, დასაქმებულისთვის, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე კაცის შემთხვევაში შეუსრულდა 60 წელი, ხოლო ქალის შემთხვევაში – 55 წელი, სავალდებულოა. თუმცა, პირს, რომელიც რეფორმის ამოქმედების თარიღისთვის 40 წლის ან მეტის გახლდათ, სქემაში გაწევრიანებიდან სამი თვის შემდეგ ორი თვის ვადაში, შესაძლებლობა აქვს, საკუთარი განაცხადების საფუძველზე გავიდეს სქემიდან.

დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეს მის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად ხელფასის 6% უგროვდება. საიდანაც 2% მონაწილის ხელფასიდან, 2-2% კი დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ მონაწილის სასარგებლოდ გროვდება.

საპენსიო აქტივები წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას, რომელიც დაცულია კანონით. ის არ ექვემდებარება აღსრულებას და მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის ანგარიშსწორების პროცედურა.

მონაწილის საპენსიო აქტივები საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მიერ ინვესტირდება სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში, ხოლო ინვესტირებიდან მიღებული ამონაგები კვლავ მონაწილეს უბრუნდება პირად საპენსიო ანგარიშზე.

საპენსიო აქტივის გამოყენება ჩვეულებრივ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევისას, საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გაიცემა ერთიანი გადახდით, ან პროგრამული ( ყოველთვიური) გატანით. კანონი ასევე ითვალისწინებს საპენსიო აქტივების გამოყენების შესაძლებლობებს, თუ მონაწილეს აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი ან მონაწილე სამუდამოდ ტოვებს საქართველოს. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში კი საპენსიო აქტივები, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქონება, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გადაეცემა მის კანონიერ მემკვიდრეს ან მემკვიდრეებს. ვისაც შეუძლია, ერთიანად ისარგებლოს საპენსიო აქტივებით ან გადაიტანოს თანხა საკუთარ საპენსიო ანგარიშზე და ამგვარად განაგრძოს დაგროვება.

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისთვის შექმნილია სამუშაო სივრცე, რომელიც დასაქმებულს საშუალებას აძლევს პირადად ჰქონდეს წვდომა საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, სადაც დეტალურად არის ასახული მისი აქტივები, საპენსიო შენატანები, დარიცხული ამონაგები და საინვესტიციო პორტფელის განაწილება.

პირადი საპენსიო გვერდის საშუალებით, თითოეულ დასაქმებულს შესაძლებლობა აქვს სასურველ ფორმატში ჩამოიტვირთოს ცნობები და დეტალური ამონაწერი საპენსიო შენატანების შესახებ. ამასთანავე, მონაწილის მხრიდან კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებისთვის ( მაგალითად, სხვადასხვა რისკიანობის საინვესტიციო პორტფელების არჩევა) მონაწილეს ასევე შეეძლება პირადი გვერდის გამოყენებით. გარდა ამისა, ინდივიდუალური საპენსიო გვერდი მონაწილეს საჭირო ინფორმაციის მიღებისთვის და საპენსიო სააგენტოსთან კომუნიკაციისთვის სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დასაქმებულს ჰქონდეს წვდომა საკუთარ საპენსიო გვერდთან.

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისთვის, დასაქმებული უნდა შევიდეს საკუთარ საპენსიო გვერდზე მომხმარებლის სახელით, რომელიც წარმოადგენს მის პირად ნომერს და დროებითი პაროლით, რომელიც პირველადი რეგისტრაციისას დასაქმებულმა უნდა მოსთხოვოს დამსაქმებელს. მონაწილე ასევე უფლებამოსილია საპენსიო გვერდზე რეგისტრაციისთვის დროებითი პაროლის მიღების მიზნით, მიმართოს საპენსიო სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს მისამართზე ან იუსტიციის სახლებში გამოცხადების გზით.

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამსაქმებლებს დასაქმებულთა რეგისტრაციისთვის საჭირო  მომხმარებლის სახელი და დროებითი პაროლი დამსაქმებლის გვერდზე გადაეცემათ.

დამსაქმებელი ვალდებულია, დროებითი პაროლი ყველა იმ პირს გადასცეს, ვინც მის კომპანიაში მუშაობს და ჩართულია სქემაში. თუ დასაქმებულს ერთზე მეტი დამსაქმებელი ჰყავს, რეგისტრაციისთვის დასჭირდება 2 პაროლი. რეგისტრაციის შემდეგ, პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, საჭიროა დროებითი პაროლის ახლით შეცვლა.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გოგა მელიქიძესაპენსიო დანაზოგი
გაზიარება90Tweet56Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება – როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვინც ვერ ისარგებლა პროგრამით

17:46; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როდის დაიწყება და რამდენხანს გასტანს საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები

13:57; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

13:05; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

Spotlight-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

12:39; 10 დეკემბერი, 2025

იტალიაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

ზოდიაქოს რომელი ნიშნები აღწევენ დასახულ მიზანს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პროკურორი: ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის

18:15; 10.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას

18:06; 10.12.2025
საზოგადოება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება – როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვინც ვერ ისარგებლა პროგრამით

17:46; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო – საპრიზო ფონდი 500 000 ლარია

17:33; 10.12.2025
ფინანსები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

17:17; 10.12.2025
მსოფლიო

რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

16:55; 10.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

16:24; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

15:53; 10.12.2025
საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10.12.2025
პოლიტიკა

საია: 2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია

15:06; 10.12.2025
პოლიტიკა

ვის ჩამოეწერება ჯარიმები

15:00; 10.12.2025
პოლიტიკა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე

14:52; 10.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს

14:48; 10.12.2025
მსოფლიო

სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

14:42; 10.12.2025
პოლიტიკა

როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწის სპორადული რეგისტრაცია და რა სიახლეებია

14:27; 10.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო