პიარმენეჯერი, ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს და ამობობს, რომ რუსეთში იმყოფება.
“ახლა ვიმყოფები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში რუსეთში და რა თქმა უნდა, შემოაქვთ ქართული კოკა-კოლა, ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ძვირფასი ქართული პროდუქტი აქ შემოდის, ა, ბატონო. რუსეთში შემოდის ქართული ღვინო, ქართული კონიაკი, ქართული კოკა-კოლა და ის ადამიანები, რომლებსაც აქ შემოაქვთ პროდუქტი, ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს.”