უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის თქმით, ყირიმის ხიდი უკრაინის სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს, რადგან ოკუპანტები მას იარაღის გადასატანად იყენებენ. გარდა ამისა, მისივე თქმით, უკრაინის მიზანი “მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, რადგან ის უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა”.
“ქერჩის ხიდი არ არის პატარა ლოგისტიკური გზა, გამოიყენება საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის და ყირიმის მილიტარიზაციისთვის.ჩვენთვის ნათელია, რომ ეს მტრის ობიექტი აშენებულია საერთაშორისო სამართლის საზღვრებს გარეთ, ამიტომ ცხადია, რომ ეს არის ჩვენი სამიზნე და ნებისმიერი სამიზნე, რომელიც ატარებს ომს და არა მშვიდობას, უნდა განეიტრალდეს”, – თქვა ზელენსკიმ.