ცოტა ხნის წინ, უელსის უნივერსიტეტში სერიოზული კვლევა ჩატარდა ერთი შეხედვით უბრალო თემაზე, მაგრამ, როგორც გაირკვა, თურმე მზერა ბევრ საიდუმლოს გასცემს.
მეცნიერებმა გაანალიზეს 105 სტუდენტის მზერა. მათ უცნობის ფოტოს აძლევდნენ. სტუდენტს უნდა ეპასუხა, ფოტოზე გამოსახულ ადამიანთან მეგობრული თუ რომანტიკული ურთიერთობა სურდა.
გაირკვა, რომ მამაკაცები ყველაზე ხშირად უყურებდნენ ქალის მკერდს, წელს და გვერდებს. ამასთანავე, არ ჰქონდა მნიშვნელობა მასთან მეგობრობა სურდათ თუ რომანი. ხოლო თუ მასთან ურთიერთობის გაგრძელება სურდა, დიდხანს აკვირდებოდა სახეზე.
ქალის მზერა მიმართული იყო მამაკაცის მკერდზე ან სახეზე, თუ მას განიხილავდა პოტენციურ მეორე ნახევრად.
თუ ქალსა და მამაკაცს პლატონური ურთიერთობა სურთ, აკვირდებიან ადამიანის ფეხებსა და ტერფებს.
ავტორი