ოზურგეთში ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების” (LINKS) პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა LINKS პროექტის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობისა და შედეგების შესახებ ადგილობრივი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ სტაჟირების პროგრამაში მონაწილე ადგილობრივ ორგანიზაციებსა და კომპანიებს.
სწავლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის კოორდინატორის სოფო ვასაძის თქმით, პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ „გაეროს ასოციაციის“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ პარტნიორობით.
„2021 წლის თებერვლიდან დაიწყო მუშაობა ამ პროგრამაზე, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების შენარჩუნების მიზნით რეგიონში მათი გაძლიერება, განათლების მიცემა და სტაჟირების პროგრამის ხელშეწყობა. 300-მდე ახალგაზრდამ გაიარა სწავლების ტრენინგები. 27 ადამიანი ჩავრთეთ სტაჟირების პროგრამაში. რაც მთავარია რეგიონში ჩავუშვით კარიერის დაგეგმვის და მართვის მომსახურებაო, სადაც ახალგაზრდებს ვეხმარებით აღმოაჩინონ საკუთარი ნიჭი, საკუთარი უნარი დააკავშიროს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რის შემდეგ შეძლონ შრომის ბაზარზე თავისუფლად ადაპტირება და მუშაობის დაწყება,“ – გვითხრა სოფო ვასაძემ.
როგორც აღვნიშნეთ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოხდა მონაწილეების და იმ ორგანიზაციების დაჯილდოება, რომლებმაც სტაჟიორები მიიღეს თავიანთ ორგანიზაციაში. აღნიშნულ პროექტის სამადლობელი სიგელი გადაეცა 18 ორგანიზაციას. მათ შორის იყო საგამომცემლო სახლი „გურია ნიუსი“. პროექტის ფარგლებში კი „გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისში სტაჟირება გაიარა მარიამ ცენტერაძემ.
შეხვედრის დროს არაერთი გამომსვლელის მხრიდან ითქვა, რომ მსგავსი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სტაჟიორებისთვის ისევე ორგანიზაციებისთვის.