ვივამედის გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე, სოციალურ ქსელში სამშობიაროში მიტოვებულ ჩვილის დედის შესახებ წერს:
„სამშობიაროში მიტოვებულ ბავშვზე გუშინ ბევრს ვფიქრობდი და მგონი, იმ დედაზე ხმა არ ამოგვეღება არც ერთ ქალს, ვისაც აბორტი გვაქვს გაკეთებული, მან სიცოცხლის უფლება მაინც არ წაართვა და ვიღაცა უშვილო ოჯახი გააბედნიერა, რომელიც პატარას მზრუნველობას და სიყვარულს არ მოაკლებს, არა აბორტებს მეტი და მეტი პროპაგანდა და განათლება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების“,- წერს ნინო ნადირაძე.