უკრაინას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის მიტანის მცდელობა ჰქონდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის მერი, სერგეი სობინიანი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დრონის ჩამოგდება შეძლეს.
,,ღამით განხორციელდა თავდასხმის მცდელობა მტრის უპილოტო საფრენი აპარატით, რომელიც ჩამოაგდეს თავდაცვის სამინისტროს ძალებმა”, – წერს მოსკოვის მერი.
სობიანიანს თავდასხმის კონკრეტული ადგილის შესახებ არ უსაუბრია.
ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უწყება უკრაინას თავდასხმაში ადანაშაულებს.
“დღეს დილით კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატით. დრონი განადგურდა საჰაერო თავდაცვის საშუალებით. აღკვეთილი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ არის”, – წერს უწყება Telegram-ზე.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში მოსკოვზე დრონებით თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევა ფიქსირდება. ორშაბათს 24 ივლისს დრონებით თავდასხმა მოხდა მოსკოვში კორპუსზე, მათგან ერთ-ერთი თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინასთან მდებარეობდა.
ასევე ივლისის თვის დასაწყისში რუსეთმა განაცხადა, რომ ჩამოაგდო ხუთი უკრაინული თვითმფრინავი, რომლებმაც მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირება შეაფერხეს.
ავტორი