გლდანში ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა, ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე დემბო ლომიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, არსებული ცნობით, ადგილზე მანქანა გაზის მილებში შევარდა.
“გლდანში ზედა კარფურთან ქალს დაეჯახა მანქანა და დაიღუპა ადგილზე, მერე გაზის მილებში შევარდა ეს მანქანა და გაზი ჟონავს ახლა. საშინელება ხდება”, – წერს დემბო ლომიძე.
აგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.