პეკინში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა.
“ცნობილმა ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა თქვა: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”. მისი ბიუსტი დღეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის კამპუსშია, იგი ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას განასახიერებს. ის ასევე წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ჩინური და ქართული ცივილიზაციის სიღრმისეული ურთიერთსწავლების სიმბოლოს. “როცა მეგობრები შორეული მხარიდან მოდიან, ბედნიერება არ არის?” დიდი პატივია, რომ „პატარა გაეროდ” წოდებულ ამ უნივერსიტეტში, „სარტყლისა და გზის” ინიციატივის მე-10 საიუბილეო წელს, მივესალმო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის დელეგაციას. უპირველეს ყოვლისა, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის, იმ ერთადერთი უნივერსიტეტის, რომლის სახელიც ენასთანაა დაკავშირებული და განათლების სამინისტროს ექვემდებარება, მინდა თბილად მივესალმო მის აღმატებულება პრემიერ-მინისტრს და გამორჩეულ სტუმრებს საქართველოდან, მინისტრ ვუ იენთან და ელჩ ჭოუ ციენთან ერთად”, – ამის შესახებ პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ტუან ფენგმა განაცხადა.