უამინდობამ პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები და მოგლიჯა ხეები, რამაც ჩახერგა გზები, დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები.
დილიდან ადგილზე მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.