ონის კლინიკის ქირურგი, ნიკა გურგენიძე „ქრონიკასთან“ საუბრისას სტიქიის დღეს იხსენებს.
როგორც ექიმი აღნიშნავს, პირველად საავადმყოფოში ახალგაზრდა ოჯახი მიიღო.
„რასაც ჰყვებოდნენ, იმხელა მასა წამოვიდა იქ, რომ ძალიან ძნელი სათქმელია ვის რა შანსი ექნებოდა გადარჩენის. პირველები შემოვიდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო. სტრესი დიდია, მაგრამ ერთმანეთის თანადგომა გაიზარდა. უფრო მეტად გაცნობიერდა ის, რომ ადამიანი ადამიანის გვერდში დგომით არის ძლიერი“, – საუბრობს ექიმი ნიკა გურგენიძე.