თხის რქა
თხის რქებს საუკეთესო რეპუტაცია არ აქვთ, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება. მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ მათ უჭირთ პრიორიტეტების დახარისხება, რადგან ისინი უფრო მეტად ღელავენ თავიანთ მიზნებზე, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობებზე.
ისინი წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი, მაგრამ, როდესაც თხის რქა გადაწყვეტს, რომ რამეს (ან ვინმეს) უერთგულოს, ისინი ბოლომდე ერთგულები და სანდოები ხდებიან.
თხის რქა განსაკუთრებით აფასებს თავის პარტნიორს და მას მარტივად არ ირჩევს. როდესაც თხის რქა ურთიერთობაშია, ცდილობს იმუშაოს პრობლემების აღმოფხვრაზეც.
თუ ურთიერთობა არ გაამართლებს, ის დაასრულებს ყველაფერს, მაგრამ სავარაუდოდ, პარტნიორს არ მოატყუებს; ისინი უბრალოდ ზოგჯერ ვერ ხედავენ გაგრძელების აზრს.
კირჩხიბი
კირჩხიბები ნამდვილი ურთიერთობის ჩამომყალიბებელი ადამიანები არიან. მათ უყვართ სიყვარული და როდესაც შეყვარებულები არიან, ბედნიერების განცდით ცხოვრობენ.
როგორც კი ურთიერთობაში იქნება, დაუყოვნებლივ დაიწყებს მომავალის მონახაზის გაკეთებას, საყვარელ ადამიანთან ერთად.
მათ ძალიან კარგი უნარები აქვთ, რაც ურთიერთობისთვის მისწრებაა, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ყურადღებიანები არიან და სიყვარულს ღიად გამოხატავენ. ამ მახასიათებლების გამო ისინი ზოგჯერ შეიძლება გაურკვეველ ურთიერთობაში აღმოჩნდნენ. ამასთან, ყველაფერი, რაც მათ სურთ, ერთ რამეშია თავმოყრილი: მათი პარტნიორი ბედნიერი იყოს და იზრუნონ ერთმანეთზე. ისინი ძალიან ერთგულები არიან და ურჩევნიათ, დარჩენილი ცხოვრება პარტნიორთან ერთად გაატარონ, რომელიც უყვართ.
კურო
კუროს შეუძლია ურთიერთობის დასაწყისში თქვას უარი, რადგან დროის ფუჭად ფლანგვა არ სურს.
ისინი ეცდებიან, რომ კარგად გაიცნონ პოტენციური პარტნიორები, რადგან სურთ იცოდნენ, შესაძლებელია თუ არა ჰქონდეთ საერთო მომავალი.
მას შემდეგ, რაც დაადგენენ, რომ ურთიერთობა ვითარდება და შეიძლება სიყვარული მართლაც ეწვიათ, უფრო მეტ დეტალზე ორიენტირდებიან.
კურო უზომოდ მიზანსწრაფულია და იცის, რა უნდა. როდესაც მათი შეყვარებული იდეალურ ჩარჩოებში ჯდება, მის შენარჩუნებას რაც შეიძლება დიდხანს შეეცდებიან. კურო ასევე ორიენტირებულია კომფორტის ზონაში დარჩენაზე. თუმცა, რასაც ურთიერთობაში აპირებს, თაღლითობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ.
მორიელი
მორიელს შეიძლება იდუმალიც ვუწოდოთ. ხშირად ისინი რამდენიმე პარადოქსის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი პარადოქსი კი შეიძლება იყოს მათი გრძნობა, რომელიც ერთგულების და ნდობის გამოხატულებაა.
იმის მიუხედავად, რომ მორიელი ზოგჯერ ზედმეტად ვნებიანია და შეიძლება მოედანზე მოთამაშის რეპუტაციაც ჰქონდეს, მაინც წარმოუდგენლად ერთგულ პარტნიორად შეუძლია ჩამოყალიბდეს.
მორიელები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად გაიხსნან პარტნიორის მიმართ.
ამასთან, მორიელი საკუთარ თავს ენდობა. ისინი პარტნიორის მხრიდანაც ერთგულებას ითხოვენ. თუ უნდობლობის გადალახვა მოახერხეს, უფრო დიდი შანსია, რომ ერთგული პარტნიორები იყვნენ.
ავტორი