ხანძრისგან განადგურებულ ქალაქ ლაჰინაში ზუსტი მსხვერპლის რაოდენობის დასადგენად დაახლოებით 10 დღეა საჭირო,_ ამის შესახებ გუბერნატორმა ჯოშ გრინმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, მეხანძრე-მაშველთა გუნდი, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურებულ ადგილას მუშაობს, სავარაუდოდ, დღეში, 10-იდან 20-მდე გარდაცვლილს იპოვის.
მისივე თქმით, ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების ამოცნობა ძალიან ძნელია.
როგორც ცნობილია, ქალაქში 12 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
შაბათის მდგომარეობით, ლაჰაინას ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქალაქის მხოლოდ 3% იყო გაჩხრეკილი. ისინი იყენებდნენ მაშველ ძაღლებს მსხვერპლის მოსაძებნად.
ექსპერტების თქმით, ძაღლები ძალიან ეფექტურები არიან ადამიანის ნაშთების პოვნაში, მაგრამ ხშირად სჭირდებათ დასვენება და ჰიდრატაცია ჩხრეკებს შორის.
ამ დროისთვის კი როგორც ცნობილია, ხანძარს 96 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან კი იდენტიფიცირებული დნმ-ის ტექნოლოგიის წყალობით, მხოლოდ ორია.
გარდა ამისა, გასულ კვირას კუნძულ მაუიზე ხანძრის გაჩენის შემდეგ 2000-ზე მეტი ადამიანი ითვლებოდა დაკარგულად, თუმცა, გუბერნატორის განცხადებით, დაკარგულთა რიცხვი ახლა დაახლოებით 1300-ს შეადგენს, რადგან ადამიანებმა შეძლეს ერთმანეთთან დაკავშირება მას შემდეგ, რაც გაუმჯობესდა მობილური ტელეფონის სერვისზე წვდომა.
ხანძრის რისკის შესამცირებლად ელექტროენერგიის დროებით გამორთვა არის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება აშშ-ს დასავლეთ შტატებში, სადაც გავრცელებულია ტყის ხანძრები. კალიფორნიაში ტყის ხანძრების ნახევარში ელექტროგადამცემ ხაზებს ადანაშაულებენ.