2023 წლის აგვისტოში არის გარკვეული თარიღები, როდესაც „მაგნიტური ქარიშხალი“ გველის. ამ დროს დედამიწის მაგნიტურ ველს მზის სხივები დიდი ინტენსივობით “ენარცხება: და ადამიანებში მნიშვნელოვან ცვლილებას, ქაოსს, დაძაბულობასა და მომატებულ შფოთვას იწვევს. ამიტომაც, ასტროლოგების თქმით, ეს საყურადღებო პერიოდია.
განსაკუთრებით საფრთხილო 16-დან 20 აგვისტომდე მონაკვეთია.
მაგნიტური ქარიშხალი ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც დიდ გავლენას ახდენს. ამიტომაც, თუ ახლა თავს ცუდად გრძნობთ, დეპრესიამ შემოგიტიათ, უიმედოდ ხართ და ბედნიერების შეგრძნება დაკარგეთ, იცოდეთ, რომ ეს პერიოდი მალე გაივლის. სამაგიეროდ, საკუთარ თავთან უკეთ ჩაღრმავების შესაძლებლობა გექნებათ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში.
რა არ უნდა გააკეთოთ “მაგნიტური ქარიშხლის” პერიოდში:
პირველ რიგში, არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები. ამ პერიოდში ადამიანები განსაკუთრებულ ემოციურობას განიცდიან და შესაძლოა, თქვენი გადაწყვეტილებები ემოციებით იყოს ნაკარნახევი. მოგვიანებით კი, შედეგი ინანოთ.
კარგად დაფიქრდით წარსულის ურთიერთობებზე. შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში ყოფილი პარტნიორისაგან კვლავ იგრძნოთ ინიციატივა. თუმცა, ასტროლოგები ამბობენ, რომ შეიძლება, ესეც დროებითი ემოცია იყოს და მოგვიანებით ყველაფერი ისევ ისე დაბრუნდეს, როგორც იქამდე იყო.
თუ სამსახურის შეცვლას, რაიმე საქმიდან წასვლას გეგმავთ, შეეცადეთ, აღნიშნულ პერიოდში არ გააკეთოთ. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გადადეთ ემოციები გვერდზე და ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები.
ეს მოლაპარაკებებისათვის საუკეთესო პერიოდი არ არის. ამიტომ, თუ ვინმესთან დიდი ხანია, დალაპარაკებასა და ამბების გარკვევას გეგმავთ, ჯობს შემდეგი პერიოდისათვის გადადოთ.
ნუ ინერვიულებთ, თუ ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ არაფერი გამოგდით, უიღბლო ხართ და არ გიმართლებთ, თუმცა ემოციური დღეები მალე გადაივლის და შემართების პოვნას კვლავ შეძლებთ.
ამ დღეებში შესაძლოა, ადამიანებმა თავიანთი რეალური ზრახვები და სურვილები ზუსტად გამოავლინონ. ამიტომ, კარგად დააკვირდით ირგვლივმყოფებს, მათ საუბარსა და ქცევას და შეძლებთ, მარტივად გამიჯნოთ, ვინაა თქვენი რეალური გულშემატკივარი და ვინ – დროებითი მეგობარი.
შეეცადეთ, ეს პერიოდი მშვიდად გაატაროთ. დაკავდით საყვარელი საქმიანობით, გაისეირნეთ, მუსიკას მოუსმინეთ და ჩაინიშნეთ იდეები, რომლებიც თავში მოგივათ – შესაძლოა, სამომავლო წარმატების გასაღები სწორედ ახლა იპოვოთ.
beaumonde.ge