ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება:
,,ამ ბოდიშს ამოგადენენ ძმრად. სწორედ ისე, მარტის აქციების შემდეგ სახლში მიბრუნებულ “გამარჯვებულებს” – რეალურად თქვენს შვილებს, სატანისტები რომ ეძახეს და იმავე დღიდან, ხელისუფლება უფრო სასტიკი გახდა. ახლა, რეალურად, სტიქიის ზონაში გადარჩენილთა მიმხრობის კამპანია მინდინარეობს. თითოეულ მათგანს აქვს საფუძველი მიმართოს პროკურატურას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით და მოპასუხედ საქართველოს მთავრობა დაასახელოს. გარდაუვალ სტიქიაზე აქცენტი არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და სამსახურეობრივი გულგრილობისა და დაუდევრიბის გადასაფარი ქმედება. თითქმის ყველა დაზარალებული, რომელთა სიცოცხლის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შელხა და რისკის ქვეშ დააყენა ხელისუფლებამ აქ თუ არა, სწორი სამართლებლივი პროცედურების შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ – სამართლებლივ მოედანზე, მთავრობას ბეჭებზე დადებს. და ეს აუცილებელიც გახლავთ, საქართველოს მმართველები უნდა მიხვდნენ, აქ – სახელმწიფოში უმთავრესი ადამიანია და არა მათი სკამი.”