ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, ბიჭს ზღვაში კატერმა გადაუარა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მეგობრები ზღვაში სკუტერით შევიდნენ.
,,მეგობრები ერთად იყვნენ შესულები ზღვაში, სკუტერით, ერთ-ერთი მათგანი გადახტა სკუტერიდან, სამწუხაროდ, მეორე მეგობარმა ვერ დაინახა და გადაუარა”, – ჰყვება თვითმხილველი.