https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“წვიმის დროს სარდაფები ვენეციას ჰგავს, წყლით ივსება, ფაქტობრივად, წყალშია საძირკველი”

15:02; 17.08.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთში ნაკლებად მოიძებნება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის საძირკველიც წვიმის დროს არ იტბორებოდეს და სარდაფები წყლით არ ივსებოდეს, რაც იქ მცხოვრებ ადამიანებს დამატებით პრობლემებს უქმნის.

“წვიმის დროს სარდაფები ვენეციას ჰგავს, წყლით ივსება, ფაქტობრივად, წყალშია საძირკველი.

 როგორც ჩანს, ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი, რასაც მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს. არადა, შედეგი დადგება სავალალო. კარგი იქნება, თუ მოგვაქცევენ ყურადღებას შესაბამისი სამსახურები და დაგვეხმარებიან”, _ უკვე წლებია, ამბობენ იმ კორპუსთა მობინადრეები, რომელთაც ზემოთ ნახსენები პრობლემა აწუხებთ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის მოსაგვარებლად დახმარებას ითხოვენ. თუმცა, ირკვევა, რომ, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

როგორც ჩანს, გამონაკლისი ამ მხრივ ქალაქში, არც აგარაკის უბანში, კუპრეიშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებია. აქაური მოსახლეობა წლებია, პრობლემის თაობაზე ხმამაღლა საუბრობს და პრობლემის აღმოსაფხვრელად ხელისუფალთ რეაგირებისკენ მოუწოდებს. “გურია ნიუსი”, მოსახლეობის თხოვნით, ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა კუპრეიშვილის ქუჩაზე მდებარე #12 კორპუსის საძირკველში არსებულ რთულ ვითარებაზე.

“მიუხედავად ბევრი შეწუხებისა და გამგებელთან შეხვედრისა, ისევ ისეა ყველაფერი, მხოლოდ დაპირებები, მეტი არაფერი. მოვლენ, გადაიღებენ ფოტოებს და წავლენ. თურმე, გეოლოგები ყოფილა მოსაყვანი. ეს ჩვენც ვიცით, დროზე უნდა აქაურობას შველას, სანამ კორპუსი თავზე არ ჩამოგვენგრა.

თავიდან, ჩვენს სახლს ბინა არ ჯობდა, თუმცა, ახლა რა დღეში ვართ, კი ხედავთ. შეცდომა თავშივე იქნა დაშვებული მშენებლების მიერ. იმდენი აუთვისებელი ტერიტორია იყო მაშინ ლანჩხუთში და გაუგებარია, რატომ ააშენეს აქ სახლი, პირდაპირ “საცივის ფეხზე”? სარდაფი სულ წყლითაა სავსე, ზამთარ-ზაფხულ წყალი დგას საძირკველში.

გაიგეთ ყველამ, ამ სახლში ჩვეულებრივი ადამიანები ვცხოვრობთ, ბავშვებიც გვყავს და მოგვაქციეთ ყურადღება! მაინცდამაინც უნდა დაინგრეს კორპუსი, რომ მოგვხედონ?! კარს ვერ ვაღებთ ნორმალურად, მწერებისგან დამცავ ბადეებს ვაფარებთ ფანჯრებსა და კარებზე, რომ რაიმე არ შემოვიდეს სახლში”. ყველა მხრივ უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, დაბლა წყალი გვითხრის საძირკველს, მაღლა ქარი ჭერს გვხდის”, _ ამბობდნენ მაშინ კუპრეიშვილის #12  მრავალბინიანი სახლის მობინადრეები, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან იყო განმარტება, რომ  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საქმის კურსში იყო და მდგომარეობის გამოსასწორებლად სათანადო ზომების გახორციელებაც ჰქონდათ დაგეგმილი:

“ამ საკითხს ძალიან კარგად ვიცნობთ, სიტუაცია, მართლაც რთულია. ველოდებით გეოლოგების ჩამოსვლას, ანალოგიური სიტუაცია სხვაგანაც გვაქვს. აქ წყალი პირდაპირ სახლის ქვეშ ამოდის და თუ სპეციალისტებმა არ მოგვცეს დასკვნა და შემდგომი სამოქმედო გეგმა, ისე ჩვენ ვერაფერს ვიზამთ”.

ირკვევა, რომ ამ წლების მანძილზე ნახსენებ მრავალბინიან სახლს სახურავი კი შეუცვალეს, მაგრამ საძირკველში არსებული პრობლემა კვლავაც აქტუალურია და სახლის სარდაფი ისევ წყლითაა სავსე.

საგულისხმოა, რომ იგივე პრობლემა  უდგას კუპრეიშვილის ქუჩაზე მდებარე სხვა კორპუსსაც.  მოქალაქე ლევან ხიტირი ერთ-ერთია, ვინც აგარაკის უბანში მდებარე კორპუსების პრობლემაზე საჯაროდ აკეთებს აქცენტს. მან ფეისბუქზე, ჯგუფში “This is ლანჩხუთი” დაწერა კიდეც აღნიშნულის შესახებ:

“ჩვენი ერთ-ერთი პრობლემაა, რომ ბინის სარდაფები წვიმის დროს ივსება წყლით. დამპალია საძირკველი, საყრდენი კედლები სველია, ბევრჯერ ამოგვიწმენდია, როცა გავსებულა წყლით. ეს მოსაგვარებელია აუცილებლად, თორემ, ღმერთმა არ ქნას, გამოეშალოს საძირკველი სახლს. კვალი გაკეთდა წინა მხარეს და მეორე კვალიც უნდა გაკეთდეს. იმედია, ამას მიექცევა ყურადღება აუცილებლად”, _ დაწერა ლევან ხიტირმა.

ამავე პრობლემაზე საუბრობს კუპრეიშვილის ქუჩაზე მდებარე #12 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრე ნონა სივსივაძეც: “წლებია, ეს პრობლემაა ჩვენს ბინაში, პატრონი არავინაა, სარდაფში როცა ჩავდივარ დასასუფთავებლად, კედელს რომ მივეკარები, ქვები ცვივა უკვე, ერთ სადარბაზოში კიბეც ჩაინგრა და არმატურებიც ჩანს უკვე დიდი ხანია, ტელევიზიითაც გაშუქდა ეს პრობლემა, მაგრამ შედეგი რაა?! ღმერთმა ყველა დაიფაროს ცუდისგან და რამე რომ მოხდეს, მერე ყველა დაიწყებს ვაი-ვიშს და დამნაშავის ძებნას, მაგრამ ეძებონ მერე, რამდენიც უნდათ. ზოგი რომ ენას არ იღებს მიკვირს, რის იმედი აქვთ, არ ვიცი… 20 წელია, იმედი რჩება იმედად, რამდენ ხანს ვიქნებით ასე კიდევ, არ ვიცი. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო, ისეა! სასწაული რომ მოხდება, მერე გვიანი იქნება, კორპუსი გადაიხურა თურმე, რად უნდა სახურავი, ძირი რომ გამომპალია?

სარდაფში რომ წყალი ჩადის, ეს იქ მცხოვრებლების ბრალიცაა, მაგრამ, რაც ჩემს კორპუსში ხდება, ეს მოსახლეობის ბრალი არაა, მანდ მთელი გეოლოგიური პროცესია, რომელსაც იქ მცხოვრები ხალხი ვერ მოაგვარებს”.

გოჩა ურუშაძის თქმით, “ამ მთავრობას ხმა გინდ მიაწვდინე და გინდ არა, არაფრის გამკეთებლები არიან”.

ნინი შავაძე: “ქალაქის კორპუსებს გაურემონტეს ფასადები წინიდან, უბრალოდ, ღარიბაშვილმა ჩამოიარა დიდის ამბით _ აბა, რა გაკეთდაო. უკანა მხარეს რატომ არავინ გაატარა?! სადარბაზოები ინგრევა, ისეთ ავარიულ დღეშია. კატასტროფულია! მსგავსი არ მინახავს არსად, საერთოდ დანგრეულია!”

“სარდაფი წყლით არის სავსე, წლებია. საძირკველი ინგრევა. ცხოვრება საშიში გახდა. ღმერთმა არ ქნას უბედურება, თორემ მაგენი კი დაიწყებენ თავის მართლებას, მარა ადამიანებს გვეშველება რაიმე? არავინ ყურადღებას არ გვაქცევს”, _ პრობლემაზე საუბრობს კუპრეიშვილის #12-ში მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქე.

ამჯერად როგორია ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია მოქალაქეთა მხრიდან გაჟღერებულ პრობლემასთან მიმართებით და რა შედის მათ გეგმებში მის მოსაგვარებლად, ამის გასარკვევად “გურია ნიუსი” ქალაქის მაჟორიტარს კახა კვიტაიშვილს დაუკავშირდა:

“ძლიერი წვიმის დროს, კუპრეიშვილის ქუჩის დასაწყისში პირველი მრავალბინიანი სახლი რომაა, ამ კორპუსის სარდაფში ჩაედინებოდა წყალი. ამ ბოლოს დიდი ხანია, არ მოუმართავს არავის. რაც შეეხება #12-ში მდებარე სახლს, იქ იყო გაკეთებული ისე, რომ წყალი მოედინებოდა და გარეთ გადიოდა. თუმცა, მერე ეს ამოივსო. ამ წუთისთვის, როცა მოსახლეობის განცხადება შემოვიდა, ადგილზე ვიყავით მისულები, ტელევიზიაც იყო მოსული. მაშინ მოსახლეობის ნაწილმა თქვა, რომ გეოლოგების არსებულ დასკვნას არ ენდობოდნენ. შემდეგ ამ საკითხზე საუბარი მერის მოადგილესთან თორნიკე ტიკაძესთანაც გვქონდა და გაგზავნილია მოთხოვნა, რომ ხელახლა მოხდეს გეოლოგების მიერ შემოწმება. ჯერ არავინ ჩამოსულა, როგორც მე ვიცი”, _ გვითხრა კახა კვიტაიშვილმა.

სოფო წილოსანი

ავტორი

კახა კვიტაიშვილი
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6 დეკემბერი, 2025

გივი ფრანგიშვილი _ ,,სამტრედიელი ნიკალა" დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს

"პროგნოზებს არ გავაკეთებ" _ რას ამბობს ექიმი უმძიმესი ავარიის დროს გადარჩენილ ბავშვზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო