სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გუშინ ამინდის გაუარესების მიუხედავად, ღონისძიებები არ შეწყვეტილა.
ამ დროისთვის სტატისტიკა უცვლელია: სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 27 ადამიანი. მათგან იდენტიფიცირებულია 25. ექვსი ადამიანის ძებნა გრძელდება, დაახლოებით 60-კილომეტრიან რადიუსში.
სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა, კინოლოგთა ჯგუფი და მცურავი საშუალებები.
ასევე, მდინარის კალაპოტში მეხანძრე-მაშველებიც გადაადგილდებიან ფეხით და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობს მონიტორინგი.